Pobeda პერმიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის

თბილისი (BPI) – რუსული “ლოუკოსტერი” Pobeda პერმიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიამ შესაბამისი თხოვნით “როსავიაციას” უკვე მიმართა და პერმი-თბილისი-პერმის მარშრუტზე კვირაში 5 სიხშირით ფრენა მოითხოვა.

ამ დროისათვის Pobeda პერმიდან თბილისის მიმართულებით 3 სიხშირით დაფრინავს და “როსავიაციიდან” უკვე მიღებული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველო პერმის მაცხოვრებლებისათვისსაკმაოდ პოპულარული მიმართულებაა და შესაბამისად მოთხოვნაც მაღალია. ავიაბილეთების გაყიდვების სოლიდური ზრდა დაფიქსირდა მაისის დღესასწაულებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …