პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება

თბილისი (BPI) – პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს სრულდება.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხცელ შეახსენებს მშობლებს, რომ რეგისტრაციისათვის მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი უნდა მივიდეს სკოლაში.

I ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 19 აპრილიდან – 28 აპრილის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია ხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი – 18 აპრილი

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია გაგრძელდება 4 მაისი – 25 მაისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 14 ივნისი – 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ …