ოქსფამი მოზარდებისთვის 3 წუთიანი ვიდეო-გაკვეთილების კონკურსს იწყებს

თბილისი (BPI) – ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს.

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, სასკოლო ასაკის მოზარდებმა მობილური ტელეფონით უნდა გადაიღონ 3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილი, თემაზე „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“. კონკურსის მონაწილეებმა თავად უნდა მოამზადონ საკუთარი საგზალი (ლანჩ ბოქსი) გამოიყენონ ჯანსაღი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და მოიფიქრონ მრავალფეროვანი მენიუ. კონკურსი გაიმართება 2016 წლის 8 აპრილიდან 2016 წლის 10 მაისამდე.

მონაწილეებმა საკონკურსო ვიდეო უნდა ატვირთონ საკუთარი იუთუბის არხზე და გამოგვიგზავნონ შესაბამისი ლინკი ელ.ფოსტის მისამართზე foodfsn2015@gmail.com.

კონკურსის პირობების თანახმად,კონკურსანტების ვიდეო აიტვირთება ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე „ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა“. სამი გამარჯვებულიდან  მესამე ადგილი  გამოვლინდება ფეისბუქის მოწონებების რაოდენობის მიხედვით, დანარჩენ 2 გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ვიდეოს გამოგზავნის უფლება აქვს.ყალბი მოწონებების მქონე ვიდეოს ავტორები ავტომატურად გამოეთიშებიან კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი. გამარჯვებულები  დასახელდებიან ოქსფამის ფეისბუქის გვერდზე 2016 წლის 16 მაისს.

გამარჯვებულ კონკურსანტებს საჩუქრად გადაეცემათ ფოტოაპარატი და ხილის კალათა. 

კონკურსის ჟიური მონაწილეებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. ორიგინალური მენიუ;
  2. მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ჯანსაღი  ინგრედიენტები;
  3. ავტორის ტექსტი პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ;
  4. მოწოდება ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ

3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“ მიზანია ხელ შეუწყოს დაბალანსებული კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების  გამომუშავებას მოზარდებში. ასევე მოუწოდოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელწიფო სტრუქტურებს შეიმუშავონ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სრულფასოვან კვებას, როგორც ოჯახში, ასევე სკოლებში.

აღნიშნული კონკურსი ტარდება ევროკავშირისმიერდაფინანსებულიპროექტისფარგლებში  ”ეროვნულისასურსათოუსაფრთხოებისგაუმჯობესებადამცირეფერმერებისმხარდაჭერა”, რომელსაცოქსფამიახორციელებსსაქართველოსადასომხეთში. ცოტა ხნის წინ პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ნუტრიციის კვლევამ საინტერესო მონაცემები გამოავლინა.  საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით ცილებითა და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ანემიის განვითარებისა ზრდის შეფერხების რისკს.

 

შემთხვევითი სიახლე

პორტები მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებენ

თბილისი (BPI) – ნავსადგურებში სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების …