„მზიურის“ განახლებული პარკის რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (BPI) – ბავშვთა ქალაქისა და დასასვენებელი პარკი “მზიურის” რეაბილიტაცია იწყება.

პროქტის ფარგლებში იგეგმება ახალი ბილიკების, ველო ბილიკების მოწყობა, გამწვანება. შეიცვლება პარკში დაზიანებული დეტალები.

იგეგმება სივრცეების შექმნა ბავშვებისთვის, სკეტბორდისა და მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, ველოსიპედის გასაქირავებელი ჯიხური, მოეწყობა ფანჩატურები, სკამები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები.

რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობა „მზიურია“. ამხანაგობა ამ სამუშაოების შესრულებისთვის 7,799 მლნ ლარს ითხოვს.

შემთხვევითი სიახლე

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი (BPI) – Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. …