Myway Airlines-ი თბილისი-ჟუკოვსკის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას

თბილისი (BPI) – Myway Airlines-ი თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას 26 აპრილიდან შეუდგება. Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ ფრენები კვირაში 3 სიხშირით: ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას – განხორციელდება. ხოლო 1-ელი ივლისიდან არსებულ განრიგს კიდევ ერთი სიხშირე დაემატება და ავიაკომპანია ჟუკოვსკის მიმართულებით რეისებს ყოველ ორშაბათს განახორციელებს.

Myway Airlines-მა თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი ღირებულება (ორი გზა) 463 ლარიდანაა. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც Myway Airlines-ის ვებ-გვერდზე, ასევე ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში.

ავიაკომპანიისათვის ჟუკოვსკი უკვე მეორე მიმართულებაა, რადგანაც ამ დროისათვის Myway Airlines-ი ​ფრენებს მხოლოდ თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებაზე ასრულებს.

რაც შეეხება ჟუკოვსკის მიმართულებას, აღნიშნულ საჰაერო ხაზზე უკვე ოპერირებს რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი.

შემთხვევითი სიახლე

ბანკების პორტფელის ზრდა 15%-ს აღემატება /რეიტინგი/

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის დაკრედიტება შენელდა.  წლის დასაწყისიდან 1.1%-იანი ზრდაა. საშუალო ვადიან პერიოდში კი, 2018 წლის  ივლისიდან, …