დავით სერგეენკო, მინისტრი, ჯანდაცვა, საყოველთაო პროგრამა, მედიკამენტები, მომსახურება, ონკოლოგია

მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბოლატორილ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ამბოლატორილ მომსახურებაზე წვდომა გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პრიორიტეტები უცვლელია და ბიუჯეტიც უკვე დადგენილია.

“მომავალი წლის დასაწყისიდან  შევძლებთ, მოსახლოებას ახალი ცვლილებები შევთვაზოთ. ეს იქნება რეფორმები ჯანდაცვაში, რომელიც გაზრდის ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას და გაზრდის მომსახურების ხარისხს.

ვფიქრობ, ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება”, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, წლევანდელი წელმა აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე არ შექმნია. “დიდი იმედი მაქვს რომ არც ამჯერად შეექმნება”,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

შემთხვევითი სიახლე

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თბილისი (BPI) – გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდმა (2020 წლის პრიორიტეტად  სპინალურ კუნთოვან ატროფია …