Mokase – აქსესუარი ტელეფონისათვის, რომელიც ნებისმერ ადგილას ყავას ადუღებს (ვიდეო)

თბილისი (BPI) – თქვენი დილა ყავის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ? სამსახურში მიგეჩქარებათ და ყავის ადუღებას ვერ ასწრებთ? გამოსავალი ნაპოვნია. იტალიელმა დიზაინერმა სმარტფონის ქეისი შექმნა, რომელიც ყავას 5-8 წამში ადუღებს.

Mokase — ეს პირველი აქსესუარია ტელეფონისათვის, რომელიც ნებისმერ ადგილში ყავა ესპრესოს აადუღებს.

სმარტფონის ქეისი მოიცავს სპეციალურ დამცავსაც, რადგანაც ცხელმა სითხემ ტელეფონი არ დააზიანოს. იმისათვის, რომ ყავა მუდამ თან გქონდეთ საჭიროა Mokase და სპეციალური აპლიკაცია. 25 მლ სითხის მოდუღებას აპარატი 5-8 წამს ანდომებს. იმისათვის, რომ ფინჯანიც მუდამ თან გქონდეთ, ზომის გამო მისი „ბრელოკად“ ტარებაა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში FDI-ს მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), ეკონომიკი სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში …