მცირე მთავრობა – ქვეყანაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის 1 აპარატი

თბილისი (BPI) – ქვეყნის პრემიერი მცირე ზომის მთავრობას აანონსებს. ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა 10-მდე შემცირდება

“სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპ-სთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ე.წ. მცირე მთავრობის პრეზენტაციაზე.

საქართველოს მთავრობა 10 სამინისტროთი და სახელმწიფო მინისტრის 1 აპარატით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენთვის, სწორედ ეს 3.9%-ი იქნება მაქსიმუმი ზედა ჭერი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი ხარჯები და სხვადასხვა ინიციატივების, ანუ ისევ ჩვენს მოსახლეობას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით“, აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი – ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის

თბილისი (BPI) – საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ …