McDonald’s მენიუდან ექვს პროდუქტს ამოიღებს

თბილისი (BPI) – სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s მენიუდან ექვს პროდუქტს ამოიღებს.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გადაწყვეტილება McDonald’s-ის მოგების შემცირების გამო მიიღეს.

McDonald’s-ის ინფორმაციით, რესტორნების ხელმძღვანელობა მენიუდან ქათმით დამზადებულ ექვსი სახეობის სენდვიჩს ამოიღებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ხელს შეუწყობს შეკვეთების შესრულების დაჩქარებას.

McDonald’s-ის წმინდა მოგება 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 33%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 811,5 მილიონი დოლარი შეადგინა. წლის ბოლომდე McDonald’s მსოფლიო მასშტაბით 700 რესტორნის დახურვას გეგმავს.

bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …