მასწავლებელთა საშუალო ანაზღაურება 700 ლარამდე იზრდება

თბილისი (BPI) – მთავრობა მასწავლებელთა საშუალო ანაზღაურებას ზრდის, – ამასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”  საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აპრილიდან, მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 700 ლარამდე გაიზარდა.

უკვე განხორციელდა საბაზო ხელფასის 3-ეტაპიანი ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 67%-ით გაიზარდა. სახელმწიფომ შეიმუშავა ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებლის კვალიფიკაციის ზრდას, კარიერულ განვითარებას და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ …