მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკა“ პრეზენტაციას გამართავს

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკა“ წარადგენს.

მთავრობის „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი ხვალ ისაუბრებს.

მთავრობაში ამბობენ, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები.

გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოწმებენ მგზავრებს საზღვარზე – შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – შემოსავლების სამსახური საზღვარზე მგზავრების შემოწმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური …