m² უძრავი ქონების ობლიგაციები COVID19-ის პირობებშიც მიმზიდველია

თბილისი (BPI) – კორონავირუსის მიუხედავად, კომპანია “m² უძრავი ქონების” ობლიგაციებზე მოთხოვნა ისევ მაღალი რჩება. გასულ კვირას საფონდო ბირჟაზე 2 გარიგების შედეგად 115 116 ლარის ობლიგაციებით ივაჭრეს. გარიგება 116 ობლიგაციაზე დაიდო, ფასი 991-1001 ლარის ფარგლებში.

სულ წლის დასაწყისიდან კომპანიის 5,332 მლნ ლარის ობლიგაციებია რეალიზებული.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და კომპანია მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. მოცულობა 35 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის …