ლადო ჭანტურია: ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში შესაძლოა, წელს შედგეს

თბილისი (BPI) – გერმანიაში საქართელოს ელჩი ლადო ჭანტურია არ გამორიცხავს, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წელს შედგეს.

„როგორც იცით ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა გერმანიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების დროს კანცლერმა არაერთხელ დაადასტურა სურვილი და მზადყოფნა, ესტუმროს საქართველოს”,-აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლადო ჭანტურიას თქმით, ამ კუთხით სამუშოები კვლავ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ვიზიტი წლის ბოლომდე შედგეს.

20/30

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …