თბილისი (BPI) – „კრედო ბანკს“ აქტივები შეუმცირდა.
1 ივნისის მდგომარეობით (01.06.2018) 683 მლნ-ის აქტივებით (Q1.2018 – 698 მლნ) 1.9%-იანი წილით. მე-9 პოზიციაზეა.
ყოფილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კაპიტალზე უკუგების (ROE) 5.48% კოეფიციენტი აქვს (01.06.2017 – 9.7%), აქტივებზე (ROA) 0.93% (01.07.2017 – 0.93%). ბანკი 122 მლნ-ის საზედამხედველო კაპიტალით მე-9 ადგილზეა.
„კრედოს“ შეთავაზებაში უკვე აქვს სადებეტო ბარათები, ასევე განვადების, თუმცა მომსახურების საკუთარი ქსელი არ გააჩნია. განაღდება „თიბისის“ ბანკომატებში.