კომპანია “ჭეშორა” ონში მეცხოველეობის ფერმას ააშენებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ჭეშორა” ონში, სოფელ სევაში 60 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილ ფერმას ააშენებს. პროექტის განხორციელება კომპანიას 95 000 ლარი დაუჯდება.

ფერმის მოწყობაზე “ჭეშორა” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერით შეძლებს, რომელმაც იჯარის უფლებით უკვე გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 45.7385 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთიდა 15.2680 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიას სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები სევაში 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით − 720  ლარად გადაეცა და ამავდროულად კომპანიამ ვალდებულებად იკისრა მინიმუმ 95000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ბანკებს ქალის ხელი აკლია – სებ-მა ასე გადაწყვიტა

თბილისი (BPI) – “ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების …