IMF-ის 3 მიგნება

თბილისი (BPI) – საქართველოში ვიზიტით მყოფმა სსფ-ს მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით მუშაობა დაასრულა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება.

ფონდმა გავრცელებულ რელიზში 3 ძირითად მიგნებაზე განაცხადა:

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.
საჭიროა გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებლამდე 2020 წლის ბოლოსთვის შესამცირებლად.
სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …