III კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 19.5%-ი შეადგინა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით და 42.5 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2021 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.9 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.0 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …