IATA-ში სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებენ

თბილისი (BPI) – IATA სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნის შემცირებას პროგნოზირებს. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) 8 თვის მონაცემებით, კლების ტენედენცია უკვე სახეზეა. სტატისტიკური მონაცემებით, ავიარეისებით გადაზიდული ტვირთბრუნვის მაჩვენებელ ივნისში, 2018 წლის ივნისთან შედარებით 4.81%-ით დაეცა. ასოციაციაში აღნიშნულის მიზეზად კი აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს მიიჩნევენ.

საჰაერო ტვირთების მოცულობა ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის მიმართულებით 5%-ითაა შემცირებული. ექსპერტების აზრით, ეკონომიკურ დაპირისპირებას ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია აფრიკის მიმართულებით ტვირთების ტრანსპორტირებაზე.

IATA-ში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კარგო ტვირთებზე კლება სახეზეა, თუმცა ის ძირითადად დიდი ბაზრებზე უფროა შესამჩნევი. მაგალითისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საავიაციო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 5.41%-ითაა შემცირებული, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კი კლება 7.1%-ის დონეზეა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში კარგო ტვირთების მოცულობა 1%-ითაა შემცირებული. საავიაციო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ კი ევროპაში 3.61%-ით დაიკლო.

საგულისხმოა, რომ აფრიკაში კარგო ტვირთებზე მოთხოვნა იზრდება, აღნიშნული ბოლო თვეების სტატისტიკური მაჩვენებლებიდან კარგად ჩანს

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …