„ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ამბიციური გეგმები აქვს

თბილისი (BPI) – ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“  შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია“  ახალ ბაზარზე ამბიციური გეგმებით შემოდის და უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში  აცხადებენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

,,ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი“ ირინა ჭელიძე გამოეხმაურა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას და ფაქტი დადებითად შეაფასა: „შევხვდი ,,ჰუმანითი ჯორჯიასპრეზიდენტს. ირკვევა, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ პრეპარატების ფართო სპექტრს წარმოადგენენ და  ძირთადად,  ინდოეთში წარმოებულ მედიკამენტებს შემოგვთავაზებენ“. ირინა ჭელიძემ დღევანდელი ქართული ფარმაცევტული ბაზარიც შეაფასა და მოსალოდნელ კონკურენციაზეც ისაუბრა: დღეს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე და  ვიქრობ, ძალიან რთული იქნება მათთვის ახალი კომპანიის მიერ კონკურენციის გაწევა, მიმაჩნია, რომ ახალი კომპანია თავისი მარკეტინგული სვლით უნდა შემოვიდეს ბაზარზე. ზოგადად ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე ცოცხალი პროცესია და აუცილებელიც არის. ბუნებრივია, რომ რომელიმე მოთამაშე შეიძლება გავიდეს, რომელიმე შემოვიდეს და .. საქართველოში მონოპოლია გამორიცხულია. რადგან გაადვილებულია ბიზნესის წამოწყება და ყველა სახის იმპორტი შეიძლება გაკეთდეს. თუმცა, ყველაზე სავალალო ის გახლავთ, რომ საქართველოში შემოტანილი მედიკამენტები სათანადოდ არ მოწმდებაგამოსავლის ძიება სახელმწიფოს პრეროგატივაა. უნდა შექმნას ისეთი ლაბორატორია, რომელიც გააკონტროლებს იმპორტირებულ მედიკამენტებს. რეგისტრაცია ისეთია ჩვენთან, რომელზეც დაყრდნობით პროდუქციის იდენტურობა არანაირად არ დასტურდება. მაგალითად, წამალი არის წარმოებული უნგრეთში, მაგრამ ჩენთან შემოდის ჩეხეთიდან. დისტრიბუტორის ვინაობა საიდუმლოა. ამას კანონი არეგულირებს, რომ კონფიდენციალური იყოს. როდესაც წამალს არ ახლავს დოკუმენტი რომელიც არადსტურებს მის აუთენტურობას, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვართ დაზღვეულები საეჭვო პროდუქციისგან. ზოგადად, როდესაც ვსაუბერობთ წამლის ეფექტიანობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიოექვივალენტურობაა. არ აქვს დიდი მნიშვნელობა მწარმოებელქვეყანას, მთავარი სწორედ ბიოექვივალენტობა და მისი სწორად დადგენაა.მიმაჩნია, რომ თუ გამკაცრდება წამლის ხარისხის კონტროლი, ეს ფასზეც აისახება. შესაბმისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება“.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართულ-ესპანური, მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის …