HUAWEI-ს კიდევ ერთი ინოვაცია – მუსიკალურ სიმფონიად გარდაქმნილი ჩრდილოეთის ნათება

თბილისი (BPI) – როგორი ხმა აქვს სინათლეს? ეს იყო ამაღელვებელი კითხვა, რომელიც კომპანია Huawei-ს წარმომადგენელმა მასთან ერთად მომუშავე შემოქმედებით გუნდსა  და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებს დაუსვა… ამის შემდეგ, მათ შექმნეს ამბიციური პროექტი, რომელმაც ჩრდილოეთის ნათება, სინათლის მოძრაობის შესწავლისა და დაკვირვების გზით ტკბილხმოვან სიმფონიად გარდაქმნა დასაზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში წარუდგინა.

კომპანიაHUAWEI-ის თანამშრომლების ამოცანა იყო გადაეღოთ ჩრდილოეთის ნათება ნორვეგიაში და ემუშავათ მასზე HUAWEI Mate20 Pro-ს  ხელოვნური ინტელექტით, რათა აღმოეჩინათ ფოტოზე ასახული ნათების ძირითადი ელემენტები და შემდეგ, ესე ელემნტები გარდაექმნათ მელოდიად.

შემოქმედებითი გუნდის მთავარი გამოწვევა იყო შეექმნათ აუდიო-ვიზუალური პროდუქტი, რომელიც აქამდე უცნობი ჩრდილოეთის ნათების ენით კიდევ ერთხელ დადასტურებდა უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

ყველაფერი ასე დაიწყო…. ღია ცის ქვეშ, ტრომსოს ღამის ცაზე, ნორვეგიაში, კიეტილ სკოგლი და მრავალიჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი, მარკ სეიფრიდსი, ეძებდნენ და იღებდნენ ჩრდილოეთის ნათებას. ამის შემდეგ მარკიმუშაობდა HUAWEI Mate20 Pro-ს  ხელონვურ ინტელექტთან ერთად, რათა მოგროვებული მასალისგან შეექმნა სიმფონია. როცა კომპოზიცია შეიქმნა, ჯეიმს შერმანმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა,  ის ორკესტრთან ერთად  ვენაში, ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში შეასრულა. მან აღნიშნა, „ჩემი მიზანია შევქმნა, შთავაგონო და მიმართულება მივცე სიმფონიის შესრულებას და  ხელოვნურიინტელექტის მეშვეობით სიცოცხლე შთავბერო მას. შევქმნა შეგრძნება, თითქოს ჩრდილოეთისნათება გვესაუბრება მუსიკის მეშვეობით.“  

კომპოზიტორმა მარკ სეიფრიდსმა აღნიშნა, რომ ხელოვნურიინტელექტის ჩართულობამ მუსიკაში, ხელმისაწვდომი გახადა კრეატიული შესაძლებლობებისსრულიად ახალი სპექტრი:  „ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია აღიქვას ჩრდილოეთის ნათება დამოახდინოს მისი ანალიზი ფერის, ზომის, ფორმის და სიჩქარის მიხედვით. შემდეგ იგი ახდენს მუსიკის ვარიაციებისგენერირებას იმის მიხედვით თუ რას დაინახავს. ამიტომ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს სინათლისძლიერ ნათებას, მას შეუძლია ხმების მოდულირება, რათა ასახოსკომპოზიციის ინტენსივობა. ამის შემდეგ მე შემიძლია გამოვიყენო შექმნილი ელემენტები სიმფონიაში”.

სინათლის ხმა იყო ერთთვიანი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ  ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამოიკითხოს ფოტოები და შექმნას ახალი ჟღერადობები.

თუ როგორი ჟღერადობა აქვს ჩრდილოეთის ნათებას – ამ კითხვას პასუხი  HUAWEI Mate20 Pro-ს უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით  უკვე გაეცა.

სინათლის ხმის სიმფონიის წარდგენის ღონისძიებას ვენაში 300-ზე მეტი ადამინი ესწრებოდა, მათ შორის იყვენენ მედიის წარმოამდგენლებიც. სიმფონია, სინქრონული ორკესტრის მიერ, ჯეიმს შერმანის ხელმძღვანელობით შესრულდა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEIConsumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცე-მერისთვის ხელფასების გაზრდას უარყოფს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის …