HRPA Georgia შრომის კოდექსში ცვლილებებზე დაინტერესებულებს დიალოგისთვის პლატფორმას სთავაზობს

თბილისი (BPI) – შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით HRPA Georgia განცხადებას ავრცელებს.

HR და ორგანიზაციული განვითარების სფეროს პროფესიონალების გაერთიანება მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბრად მიეცეს განხილვებისა დიალოგის პროცესში აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ამავდროულად ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული გარემო, რომელშიც ყველა მხარეს მიეცემა თავისი, მათ შორის კრიტიკული, პოზიციის გამჭვირვალედ დაფიქსირების შესაძლებობა. შესაბამისად, ორგანიზაცია კანონმდებლებს სთავაზობს შრომის კოდექსის განხილვასა და დისკუსიებს საქართველოს პროფესიონალი HR-ების ჩართულობით.

„მნიშვნელოვანია ყველა მხარე გამოვიდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან, სადაც თანაბრად იქნება დაცული, როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის ინტერესები. ღირსეული შრომითი გარემოს ფორმირება უნდა გახდეს უპირველესი სახელმძღვანელო პრინციპი მხარეებს შორის შეჯერებული პოზიციების ჩამოყალიბების პროცესში. შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შრომის კოდექსის სრულყოფის, არამედ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილშიც, რითიც ცხადი ხდება, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ერთი რომელიმე კონკრეტული მხარის ინიციატივას, არამედ აქვს საქართველოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შენარჩუნებაც. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით ჩამოყალიბდეს ღირსეული შრომითი საკანონმდებლო გარემო, რომელიც მისაღები იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის და გამოვა დასაქმებულისა და დამსაქმებლის საუკეთესო ინტერესებიდან.

საჯარო – კერძო დიალოგის ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის, ისევე როგორც მისი შედგომი განხილვისა და სრულყოფის, პროცესი წარიმართოს მხარეთა ინტერესების დაცვით და გახდეს შედეგიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

#ქალაქიხასიათით – ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  მასშტაბური კონკურსი დასრულდა

თბილისი (BPI) – #ქალაქიხასიათით – ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. რომელმა კონკურსანტებმა …