ჰილარი კლინტონს, ათასობით ამერიკელმა, ოფისში სიგარა გაუგზავნა

თბილისი (BPI) – ათასობით ამერიკელმა მოქალაქემ, ჰილარი კლინტონს, ოფისში, სიგარა გაუგზავნა.

ამ საქციელით, ამერიკელებმა, ჰილარი კლინტონის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაბმასთან დაკავშირებით, პროტესტი გამოხატეს.

ამ საჩუქრის გაგზავნა, Send Clinton Cigars აქციის წყალობითაა შესაძლებელი. ესაა ონლაინ-ვებ სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ონლაინ რეჟიმში შეიძინოთ სიგარა და ჰილარი კლინტონს გაუგზავნოთ პირდაპირ ოფისში.

ათასობით ამერიკელმა მოქალაქემ ამ საქციელით, ჰილარის, თეთრ სახლში მისი პირველი ვიზიტი შეახსენა. ვისაც არ ახსოვს, ეს უკავშირდება ბილ კლინტონის საქციელს, როდესაც მან, თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკის სიგარა შესთავაზა.

The Send Clinton Cigars ვებ-გვერდი, კიდევ ბევრ სხვა სიგარა-საჩუქრის გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს. ონლაინ საჩუქარი კი, პირდაპირ ჰილარი კლინტონის ოფისში გადაიგზავნება.

ibusiness.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …