Haccp-ის სისტემის არქონის გამო 100-მდე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიქტებს Haccp-ის (კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) სისტემა დანერგილი.

სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა. სააგნეტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა.

ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1 ივნისიდან არის სავალდებულო. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორსა და გაერთიანებებთან მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის

რუსულ-ბრიტანული ავტომწარმოებელი Arrival მოსკოვიდან საქართველოში გადადის. Yota-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რუსი მილიარდერის დენის სვერდლოვის მიერ …