გვიდიანი: Drive tobacco-ებისთვის დაწესებული რეგულაცია მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს

თბილისი (BPI) – პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმიანება.

გვიდიანი მიიჩნევს, რომ Drive tobacco-ებთან დაკავშირებით კონტროლის დაწესება თამბაქოს მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს.

“პარლამენტში მსჯელობა იმართება “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე – ალბათ ცოტა რაციონალიზმმა გაიღვიძა დეპუტატებში და მეტნაკლებად შეამსუბუქეს ჩანაწერები.

მაგრამ, სამწუხაროა, რომ არავის გაახსენდა ე.წ. Drive tobacco-ების საკითხი. მსგავსი სისულელე არსად ხდება – წარმოიდგინეთ, Drive tobacco-სთან რომ მიაყენებ მანქანას, უნდა გადმოხვიდე და ისე იყიდო სიგარეტი – ხელში რომ მოგაწოდოს კანონის დარღვევაა. 

ეს აბსურდი ადამიანების კომფორტის შეზღუდვის გარდა არაფერს ემსახურება. ამ სისულელის გამო არც არავინ მოწევს ნაკლებ სიგარეტს და, მით უმეტეს, თავს არავინ დაანებებს (ნუ, ვინ მოწევს და ვინ ივარჯიშებს ეს დეპუტატების საქმე რომ არ არის ეგ კიდე ცალკე საკითხია).

ჰოდა, პატივცემულო დეპუტატებო, იქნებ უფრო სიღრმისეულად დაფიქრდეთ. ამ პატარ-პატარა ბიზნესების უკან ხალხი და ოჯახები დგას – ამ არაფრისმომცემი ჩანაწერით კი, შესაძლოა პატარა ბიზნესები დაიხუროს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შემოსავლების გარეშე დარჩნენ”, – წერს გვიდიან სოციალურ ქსელში.

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …