Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

თბილისი (BPI) – ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო – საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის.

გამარჯვებული ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინა: ციფრული ბანკის მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის ეფექტური პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, ციფრული სერვისების მომხმარებლების ბაზის გაფართოება, შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნება, მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი

„ციფრული საბანკო მომსახურება სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ციფრული ბანკებისთვის დაწესებული ჯილდოები ამ სფეროში ინოვაციის და წარმატების აღიარების დასტურია“, – განაცხადა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.

Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …