გიორგი კვირიკაშვილი: ენა როგორ გიბრუნდებათ, ქართუ ბანკის 17-ჯერ გაზრდილ მოგებაზე

თბილისი (BPI) – „სიმართლე ველაპარაკოთ ერთმანეთს და საზოგადოებას“ – პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს „ქართუზე“ კითხვის შემდეგ მოუწოდა.

“ენა როგორ გიბრუნდებათ, ქართუ ბანკის 17-ჯერ გაზრდილ მოგებაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა  პარლამენტის სხდომაზე,  სადაც  ის და მინისტრთა კაბინეტი უნდა დაამტკიცონ.

კვირიკაშვილი, კერძო სექტორში  მის საქმიანობას და  ბანკის მოგების, ერთბაშად, 17-ჯერ გაზრდას,  ოპოზივიის  კითხვაზე პასუხისას შეეხო, გაახსენა, მათ, ქართუსთან მიმართებაში  გატარებულ მავნებლობებზე და აქტივების ე.წ ამოტრიალების ბუღალტრული, მარტივი პრინციპი ახსნა.

„როცა  პროკურატურაეროვნული ბანკი,  შევა ბანკში აქტივის სახელმწიფოზე გადაფორმების მოთხოვნით, შემდეგ  გამოიცემა კანონი პირველი რიგის  საგადასახადო ყადაღაზე, ბანკი გადის ზარალზე.  აქტივების რეაბილიტაცისას კი  პროცესები საპირისპიროა, იზრდება სესხის დაბრუნების ალბათობა, ეს ყველაფერი კი  შემოსავალში აისახება“.

შემთხვევითი სიახლე

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსულებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

თბილისი (BPI) – გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე …