გიორგი აბაშიშვილი გაეროში საქართველოს ეროვნულ კონსულტანტად დაინიშნა

თბილისი (BPI) – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა ახალ დეპარტამენტში იწყებს მუშაობას. აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად იმუშავებს.”

“მაქვს პატივი დავიწყო მუშაობა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში გაეროს მხრიდან ეროვნულ კონსულტანტად საქართველოში. პროექტს შესაბამისი დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილება ახორციელებს და ძირითადი გუნდი სათაო ოფისის ბირთვის გარდა რვა ქვეყანის ეროვნული კონსულტანტისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესაბამისობას გაეროს ათასწლეულის მიზნებთან, შესაბამისად, გაეროს ეს ინიციატივა საკმაოდ გლობალურია. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ახალი აბრეშუმის გზის ამ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულად და განსაკუთრებული როლი გვინდა ჰქონდეც ახლაც. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჩემი მუშაობა ჩემთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. საქმიანობას კი 14 იანვრიდან შევუდგები”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბაშიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება

თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება. პროექტის …