GFK კვლევა: გამოკითხულთა 47.4% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

თბილისი (BPI) – გერმანული კომპანია GFK-მ, რუსთავი 2 -ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვლია.

შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 47.4 % მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილებს და უმუშევრობას ასახელებს.

გამოკითხულთა 13 % დაბალ ხელფასებს და სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობის პრობელმას 11 %, პენსიებს – 7.6 %, ჯანდაცვის პრობლემაზე მოსახლეობის – 5.9% საუბრობს, ხოლო ფასების ზრდა მოსახლეობის – 4.6 % აწუხებს.

სოციოლოგიური კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 ათას 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი – 2.1%-ია.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …