Georgian Airways-ი სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს. კომპანიამ უკვე მიიღო შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის საააგენტოსგან.

ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:

  • თბილისი – ამანი – თბილისი – 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – ბეირუთი – თბილისი  2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე – კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – დამამი – თბილისი – 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – ბაჰრეინი – თბილისი – 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – დუბაი – თბილისი – 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;

ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

შემთხვევითი სიახლე

BGEO წამყვანი ელკომერციის პლატფორმა extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის …