განათლება: ყველაზე მოთხოვნადი მთელს მსოფლიოში და ყველაზე რთულად გასაყიდი საქართველოში

თბილისი (BPI) – დღესდღეისობით , საქართველოში ბევრი პრობლემა არის აქტუალური, თუმცა მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის განათლების პრობლემა და მასთან დაკავშირებული საკითხები, განათლების მიღების ძირითადი გზა არის სწავლა სასკოლო დაწესებულებებში, პროცესი, რომელიც მიმართულია ადამიანის  ინტელექტუალური და უნარ-ჩვევების განვითარებისკენ, სადაც სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, იძენს მისთვის საინტერესო საგნებს,ემზადება ზრდასრული ცხოვრებისთვის,სასკოლო განათლება ხო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნულ განვითარებაში, ეს ხო ის წლებია, სადაც ბავშვი ყალიბდება და იზრდება როგორც ფიზიკურად ისე გონებრივად.

ნებისმიერ ქევყანაში,განსაკუთრებით ევროპაში ეს უკვე პრობლემას წარმოადგენს მშობლებისთვის და ჩასახვისთანავე ფიქრობენ შვილის განათლებაზე, ეს ის რთული პერიოდია როცა მათ ვერ გადაუწყვეტიათ შვილი კერძო ბაღში/სკოლაში მიიყვანონ თუ საჯაროში. საქართველოში ამის მიზეზი ალბათ არასაკმარისი სწავლების ხარისხია და სანდოობა,როგორც სკოლის, ისე პედაგოგების მიმართ. აქვე აღსანიშნავია, რომ მშობლები აწყდებიან პრობლემებს,როგორიცაა: გადატვირთულობა  ბაღის/სკოლის ჯგუფებში , ჰიგიენასთან,კვებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე სკოლის თუ ბაღის გარეთ ისევ რეპეტიტორთან სიარული ბავშვის განათლებისა და განვითარებისთვის.

არსებობს ბევრი მიზეზი თუ რატომ ვაწყდებით ამ მდგომარეობას საქართველოში,მაგრამ მაინც მგონია,რომ მასწავლებლები არ ცდილობენ განავითარონ წარსულში მიღებული ცოდნა,მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს განვითარდეს და არ ჩამორჩეს თანამედროვეობას,რადგან მიუხედავად ყველაფრისა,ახლანდელი თაობა შედარებით განათლებულია წინა თაობაზე,განსხვავებული კითხებით და იდეებით.

როგორც წესი საზღვარგარეთ სწავლა დიდ თანხებთან ასოცირდება, რომელი უფრო ძვირია?„ქართული“ თუ „ევროპული“ განათლება ,თუმცა არც საქართველოში გახლავთ იაფი განათლება,მაგრამ საზღვარგარეთ განთლების მიღება ყოველთვის ითვლებოდა პრესტიჟულად და ქართველი ახალგაზრდებიც შეძლებისდაგვარად უპირატესობას ევროპულ და ამერიკულ განათლებას ანიჭებენ, მე როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი „ევროპული სკოლის“ საკმაოდ დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობ განათლების სფეროს, როგორც ევროპაში ისე საქართველოში. დიახ, მესმის რომ კარგი განათლების მიღება საქართველოში ძვირია, მაგრამ არ უნდა ვენდოთ მხოლოდ სიტყვა „ძვირიას“ ჩავეძიოთ რა შედის იმ სიძვირეში, რა ბონუსებია, როგორ განვითარდება და გაიზრდება მოზარდი ,რა სახის განათლება ექნება მას მომავალში,ბრენდირებული სკოლა, სიძვირე, ეს ხომ უბრალოდ მოდა არ არის, ეს ის ფუნდამენტია, რომლითაც ახალგაზრდობამ მომავალი უნდა შექმნას და ამისათვის მათ არ უნდა სჭირდებოდეს ქვეყნიდან გასვლა,ოჯახიდან შორს ყოფნა, მაშინ როცა საქართველოშიც შეგიძლია მიიღო კარგი განათლება და ეს სიამაყით თქვა, რითაც ერთი ნაბიჯით წინ გავზრდით როგორც ჩვენს ქვეყნის სახელს, ისე ჩვენი მომავალს!

ირმა კაჭარავა

“ევროპული სკოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

შემთხვევითი სიახლე

მობილბანკი მობილური ინტერნეტის გარეშე – უნიკალური სერვისი საქართველოს ბანკისგან

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს …