გაეროს ელჩის კომენტარი ანჯელინა ჯოლის გაეროში გამოსვლაზე: “ის მშვენიერია!”

თბილისი (BPI) – ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი, დევნილთა საკითხებში, ანჯელინა ჯოლი, გაეროს სხდომაზე სირიელთა დასაცავად სიტყვით გამოვიდა.

ჯოლის თქმით, მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს მილიონობით დევნილს, როგორც სირიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

“გაეროს აქვს აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას დევნილები, საერთაშორისო ორგანიზაცია განზე არ გადგება – თუმცა ჩვენ განზე ვდგავართ სირიისგან… ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმ ბოროტებას, რაც სირიაში ხდება და რომელიც ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ გამოიწვია. ვიფიქროთ, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც უნდა დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ უდანაშაულო ადამიანებს” – განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.

ჯოლის განცხადების საპასუხოდ გაეროში სირიის ელჩმა განაცხადა “ის მშვენიერია”.

ანჯელინა ჯოლიმ ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხმელთაშუაზღვის ტერიტორიაზე 1500-მდე მიგრანტია დაღუპული. ეს კი 30-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 2014 წლის ამავე პერიოდში.

ipress.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …