Experto Consulting-ი IDENA-ს საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ექსკლუზიურ პარტნიორს შეურჩევს

თბილისი (BPI) – ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-მა ცხოველთა საკვების მწარმოებელი ცნობადი ფრანგული კომპანია IDENA-სთვის საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე ექსკლუზიური პარტნიორის შერჩევის მანდატი მოიპოვა.

Experto Consulting-ში აცხადებენ, რომ IDENA (www.idena.fr) ცხოველთა და ფრინველთა (ღორი, რქოსანი პირუტყვი, ფრინველი) საკვებ და დანამატ პროდუქტებს აწარმოებს, აქვს ოცწლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია მსოფლიოს 35 ქვეყანაში.

კომპანიის ინფორმაციითვე, IDENA-ს წარმომადგენლები უკვე თბილისში იმყოფებიან და 8-9 თებერვალს გამართავენ შეხვედრებს რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან/დისტრიბუტორთან, ხოლო 10-11 თებერვალს ანალოგიურ შეხვედრებს გამართავენ ერევანში. შეგახსენებთ, რომ ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია Experto Consulting-ი დაფუძნდა 2011 წლის აპრილში. კომპანია ბაზარზე შესვლის მომსახურებას საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს თბილისიდან უწევს. ლოკალური წარმომადგენლობა და ადგილობრივი ბიზნეს ქსელების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს საფუძვლიან საშუალებას კლიენტებისთვის ხსენებულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა გავხადოთ სწრაფი და ეფექტიანი. ჩვენი მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: დისტრიბუტორებისა და პარტნიორების შერჩევას, ადგილობრივი ბაზრის კვლევას, პროექტების მხარდაჭერას, თანამშრომლების შერჩევას, სატენდერო მხარდაჭერას და სხვა. Experto ასევე სპეციალიზებულია საქართველოში არსებული საცალო მაღაზიების შემოწმებაში და კლიენტთა პორტფელში გააჩნია რამდენიმე ძირითადი FMCG (სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონელი) და საცალო მაღაზიების ქსელი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან $50 მლნ-ის რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ტრანზაქცია …