ევროკავშირმა ვანუატუს, სამოას და კიდევ ხუთ ქვეყანას სავიზო რეჟიმი გაუუქმა

თბილისი( BPI) -ევროკავშირმა შვიდ ქვეყანასთან – სენტ-ლუსიასთან, გრენადასთან, ვანუატუსთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან და სამოასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ ხელი ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ, ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა და აფრიკული, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის შვიდი ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერეს.
გავრცელებული ცნობით, სავიზო რეჟიმი მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უქმდება. კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ ყოფნა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, იგივე უფლებით ისარგებლებენ ევროკავშირის მოქალაქეები აღნიშნული შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე.
“დღევანდელი შეთანხმება ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას და ევროკავშირსა და შვიდ ქვეყანასთან ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ლატვიის ევროპის საქმეთა საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ.
უვიზო მიმოსვლა მოქმედებს ყველა კატეგორიის ადამიანისთვის და ნებისმიერი მიზნით ვიზიტზე. აღნიშნული შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტს გადაეგზავნება საბოლოოდ დასამტკიცებლად.

ipn.ge

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …