ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2019 წლისთვის თურქმენეთიდან გაზის იმპორტს დაიწყებს

თბილისი (BPI) – ევროკავშირს იმედი აქვს, რომ 2019 წლისთვის თურქმენეთიდან გაზის იმპორტს დაიწყებს. როგორც Reuters-ს ევრო კომისიის ვიცე–პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განუცხადა ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას.

„ამჟამად, ევროპის მიერ მოხმარებული ენერგომატარებლების 1/3 რუსეთზე მოდის. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთითი მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ევროპაში ენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების მოძიება დააჩქარა. თურქმენეთთან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, ეს ქვეყანა ცდილობს მოახდინოს თავისი ბუნებრივი რესურსების ექსპორტის დივერსიფიცირებას, მაშინ როცა ევროპა იმპორტის დივერსიფიცირების საჭიროებას განიცდის,“ – განაცხადა შევჩივიჩმა.

მას იმედი აქვს, რომ თურქმენული გაზის 2019 წლისთვის ევროპისათვის ხელმისაწვდომი იქნება.

ბუნებრივი გაზის მარაგით თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხეა და დაინტერესებულია საექსოპრტო მარშრუტების დივერსიფიცირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა თურქმენეთიდან გაზის ტრანზიტი 11 მლრდ–დან 4–მლრდ კუბ მეტრამდე შეამცირა.

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …