“ენერგეტიკა არ არის ის სფერო, რომელიც თავად უნდა ახდენდეს სუბსიდირებას

თბილისი (BPI) – გაზის ტარიფის სუბსიდია მაისშიც გაგრძელდება. ტარიფის სუბსიდირება მარტში დაიწყო და ამისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.

ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ტარიფის სუბსიდიას ნეგატიურად აფასებს დავით მირცხულავა. მისი თქმით, სოციალური დაცვა და შესაბამისად ტარიფის სუბსიდირება სახელმწიფოს მოვალეობაა და ენერგეტიკამ ეს ფუნქცია თავის თავზე არ უნდა აიღოს.

“ენერგეტიკა არ არი ის სფერო, რომელიც თვითონ უნდა ახდენდეს მოსახლეობის ან ვთქვათ წარმოებების, საბიუჯეტო ორგანიზაციის სუბსიდირებას. სუბსიდირებას თუ გააკეთებდნენ ვისაც გადახდა უჭირს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ეს მისი მოვალეობაა. სოციალური დაცვა სახელმწიფოში არის ბიუჯეტის მოვალეობა – ენერგეტიკამ არ შეიძლება ეს ფუნქცია თავის თავზე აიღოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში გაიხსენეთ, 1998 წელი, როდესაც ენგურჰესზე იყო აგრეგატ ნახევარი, დღეს გვაქვს ხუთი აგრეგატი. ნუ გავაკეთებთ ისე რო ეს ობიექტი ისევ დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში”, – აცხადებს მირცხულავა.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კომერციული სექტორის ტარიფი უახლოეს მომავალში დადგინდება, მოსახლეობისთვის კი ტარიფის გაზრდა მინისტრის თქმით, არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა ტარიფის კორექტირების შესახებ განაცხადეს.

ibusiness.ge

შემთხვევითი სიახლე

სოსო ცისკარიშვილი: კანონმდებლობაში ცვლილების გარეშე მედიკამენტების გაძვირება გარდაუვალია

თბილისი (BPI) – ფანასკერტელის აახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ  არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმასთან ერთად, აპრილის თვის …