Emirates-მა შინაური ცხოველების გადაყვანის სერვისი გააუმჯობესა

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Emirates Airlines-ის სატვირთო განყოფილებამ Emirates SkyCargo-მ ტვირთების გადაზიდვის სერვისი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ამიერიდან Emirates SkyCargo-ს სერვისი შინაური ცხოველების მომსახურეობის მხრივ კიდევ უფრო დახვეწილი და ხელსაყრელი გახდა და რაც მთავარია მომსახურეობა ხდება კარიდან კართან. აღნიშნულმა სერვისმა უკვე მიიღო სახელწოდება – Emirates Pets Plus. თქვენი ცხოველის გადაადგილებაზე

პასუხისმგებლობას Snoopy Pets-ი იღებს, რომელიც გააფორმებს ყველა დოკუმენტს და ასევე აიღებს ვეტერინარის შესაბამის დასკვნასაც.

ბოლო 2 წლის განმავლობაში Emirates SkyCargo-მ 11 ათასზე მეტი შინაური ცხოველი გადაიყვანა, უმეტესად კი ძაღლები და კატები.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …