Ellinair-მა თბილისიდან სალონიკისა და კრეტას მიმართულებიტ ფრენები განახლა

თბილისი (BPI) – ბერძნულმა ავიაკომპანია Ellinair-მა საქართველოს მიმართულებით ავიარეისები განაახლა და დღეიდან ავიაკომპანია​ ფრენებს თბილისის მიმართულებით სალონიკისა და კუნძული კრეტადან განახორციელებს.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

17 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება.

საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა.  თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.

შემთხვევითი სიახლე

BGEO წამყვანი ელკომერციის პლატფორმა extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის …