ELLE-მ მესტია 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

თბილისი (BPI) – ცნობილი ფრანგული გამოცემა ELLE-ს ბრიტანულმა რედაქციამ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო, კერძოდ, მესტია დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს.

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, – წერს ELLE.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სვანეთში მოგზაურობისას ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო აქტიურ სტუმრებს აუცილებლად ურჩევენ ხალდის მყინვარზე ასვლას და უშბასთან მდებარე ტბების ნახვას.

„გურმანებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ სვანური სამზარეულო – მათ შორის კუბდარი და თაშმიჯაბი“, – ნათქვამია სტატიაში.

ELLE-ს ექსპერტები ტურისტებს ურჩევენ, საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში ეწვიონ. მათივე თქმით, ასევე რეკომენდებულია საქართველში შემოდგომაზე ჩასვლა, განსაკუთრებით, თუ მოგზაურები კახეთს სტუმრობენ.

 

ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა …