EIB-იმ ლიბერთი ბანკს 17.5 მლნ ევროს საკრედიტო ხაზი გამოუყო

თბილისი (BPI) – ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ლიბერთი ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სესხის საერთო ოდენობამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული საგანდებო პირობებით გაცემული კრედიტების ოდენობამ 90 მილიონ ევროს გადააჭარბა.

იმ დროს, როდესაც COVID-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაესწრო.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა: „ევროპის გუნდი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებენ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით – 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო – პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს. მოხარული ვართ, რომ ვრჩებით საქართველოს სანდო მოკავშირედ და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მთავარ წყაროდ”.

ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს და ევროკავშირს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომლებიც ისინი ლიბერთი ბანკის მიერ იჩენენ. დიდი მადლობა სესხის ოდენობის გაზრდისათვის. ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს. კორონა ვირუსმა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება. 10 მილიონი ლარის ექვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა

სესხი იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსება გაიცეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და გაიზარდოს სესხების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. სესხის მოცულობის გაზრდა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოსვლას COVID-19-ით შექმნილი კრიზისიდან.

ევროკავშირის ბანკის ეს ინვესტიცია ნაწილია ევროპის საინვესტიციო ბანკის იმ ფართო ინიციატივისა, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას, მცირე ადგილობრივი ბანკების მხარდაჭერის გზით. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450,000 ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ლიბერთი ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფაღთოებაში დაეხმარება.

„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.

საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COVID-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.

საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის განკუთვნილ საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 290 მილიონ ევროს აღემატება, რაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

ვასილ ხოდელი: ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით

თბილისი (BPI) – საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიმართვის საფუძველზე პენსიონერთა სესხის …