EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს

თბილისი (BPI) – საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრაზე.

მხარეებმა საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე აღნიშნეს და ისაუბრეს EBRD-ის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს. დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით დაფინანსებას გულისხმობს.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მხარდაჭერით სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

თბილისი (BPI) – საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და კომერციული ბანკების თანადაფინანსებით  თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ …