ძლირი მიწისძვრა იაპონიაში

თბილისი (BPI) -იაპონიაში 8.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ “ბიბისის” ცნობით, აშშ-ის გელოგიური სამსახური იტყობინება.
მთავრობის განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. თვითმხილველების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ტოკიოშიც. ნგრევის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
იაპონიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 9.0 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრას ცუნამიც მოჰყვა. სტიქიის შედეგად მაშინ 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ipn.ge

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T – მეტი შთაგონებისთვის

თბილისი (BPI) – უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და …