დუბაიში პოლიციელმა რობოტმა მუშაობა დაიწყო

თბილისი (BPI) – დუბაიში პოლიციელმა რობოტმა მუშაობა დაიწყო. როგორც Arabian Business წერს, ხელოვნურ ინტელექტს 6 ენაზე შეუძლია სტანდარტული ფრაზებით საუბარი. რობოტს ასევე შესაძლებლობა აქვს ჟესტებით გაარჩიოს და დაეხმაროს შშმ პირებს. რობოტი პოლიციელის ოფიციალური სახელია – Robocop.

კარგი ნავიგაციის გამო ის საკმაოდ კარგად ერკვევა და ძალიან სწრაფი ორიენტირების უნარიც გააჩნია. Robocop-ი აკეთებს ვიდეო ჩანაწერებს, რათა სამომავლოდ თავის კოლეგებს საქმეების გახსნაში კიდევ უფრო კარგად დაეხმაროს. Robocop-ი აღჭურვილია შესაბამისი აპარატითაც და ჯარიმის გადახდა ადგილზევეა შესაძლებელი.

დუბაის პოლიციელები ფიქრობენ, რომ Robocop-ები მათი სრულფასოვანი მეწყვილეები გახდებიან.

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI Nova 5T, Kirin 980-ით სრულიად ახალ სამყაროს გთავაზობთ

თბილისი (BPI) – სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ …