დოლარი წინ მიიწევს

თბილისი (BPI) – სამუშაო კვირა დოლარმა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გამყარებით დაასრულა. ლიდერი ვალუტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შტატებიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ამერიკაში უმუშვერობის დონე მკვეთრად დაეცა, ამასთან შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. გაუმჯობესდა ფილადელფიის ფედერალური ბანკის წარმოები ინდექსიც

დოლარის გაძლიერებას ხელს უწყობს ევროპის ეკონომიკური პრობლემებიც. ევროპის ცენტრალური ბანკის იანვრის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ევროზონა საჭიროებს დამატებით სტიმულაციის პროგრამას. ევროპის მთავარი ბანკის ეს გადაწყვეტილება თავისთავად ასუსტებს ევროს და ხელს უწყობს დოლარის გაძლიერებას.

ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო გაუმჯობესდა ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც დოლარის ძირითად სავალუტო წყვილებთან დამოკიდებულებას გამოხატავს და 96,95 ნიშნულზე დაფიქსირდა.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1114 მიმდინარეობს.
  • გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4330 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.51 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 1.42 %-ით და ვაჭრობა 1228.60 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,44 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.45 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 0.15%-ით და ბარელზე შეადგინა 32.93 დოლარი.

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …

დოლარი წინ მიიწევს

თბილისი (BPI) – დოლარის გუშინდელი აღმავალი ტრენდი დღესაც წარმატებით გაგრძელდა და ლიდერმა ვალუტამ ყველა ძირითად სავალუტო წყვილთან მიმართებაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ძლიერ დოლართან მიმართებაში განსაკუთრებით უძლური აღმოჩნდა ევრო, რომელმაც ბოლო პერიოდში დამკვიდრებული თითქმის 1.13 ნიშულიდან 1.11-ზე გადმოინაცვლა. დოლარის გაძლიერებას მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემმა საწარმოო შეკვეთების ზრდის შესახებ. საინტერესოა, რომ ეკონომიკის განვითარების ეს პირდაპირი ინდიკატორი  ბოლო 8 თვის განმავლობაში შტატებში პირველად გაიზარდა. ზრდამ კი 2 % შეადგინა.

ამერიკის ეკონომიკისთვის თავის ტკივილად რჩება ინფლაციის იმგვარ მაჩვენებელზე გავსლა, რომ ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა თამამად შეძლოს 2008 წლიდან დადგენილი თითქმის 0%-იანი საპროცენტო განაკვეთების გადახედვა. აპრილში გამართულ ცენტრალური ბანკის სხდომამ შტატების ეკონომიკური განვითარების ცუდი ტემპიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში საპრიცენტო განაკვეთების აწევის ყველა კალენდარული შესაძლებლობა გამორიცხა. თუმცა სხვადასხვა შტატების სარეზერვო ბანკენის ხელმძღვანელები მედიასთან ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ და მიუთითებენ, რომ ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთების აწევის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

  • ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1139 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,5132 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 120.06 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 0.06 %-ით და ვაჭრობა  1187.50 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0.05 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 16.45 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 0.02%-ით და ბარელზე შეადგინა 58.92 დოლარი.

Admiral Market Georgia

შემთხვევითი სიახლე

უბედურ შემთხვევას რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის …