დაჩქარებული სამომხმარებლო დაკრედიტების გაჯანსაღება ყოვნდება

თბილისი (BPI) – სამომხმარებლო  დაკრედიტების  2 თვით გადმოვადებული ახალი დებულება, 15 დღით გადავადდა.

სებ-ის ანალიტიკოსები კონსულტაციების დასკვნით ეტაპზე იტყობინებიან.  რამდენიმე  მუხლი დარჩა გასამართი.  გადაწყვეტილია, რომ  სამომხმარებლო სესხი  ბიზნესმიზნობრიობით  განსხვავებულ რეჟიმში მოექცეს, სტარტაპ-სესხის  მუხლი ღიად რჩება, რომლის წახალისება მთავრობის ინკლუზიური ეკონომიკის  ბიზნესგეგმაში შედის.

როგორც იცით, ახალი რეგულაციები სამომხმარებლო სესხის მოცულობის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, უფრო კონსერვატიული მიდგომით. მსესხებელს  დღეს რა შემოსავალიც ყოფნიდა, აღარ ეყოფა. შემოსავლების დაუდასტურებლად მხოლოდ იპოთეკური სესხი გაიცემა, მსესხებლის 50%-იანი თანამონაწილეობით. მკაცრდება თანამსესხებლის ინსტიტუტი. რამდენად  შემსუბუქდება გამკაცრებული პირობებ,  1 კვირაში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც ბანკები ახალ ინსტრუქციას მიიღებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

WB საქართველოს ენერგეტიკაში 62 მლნ-ის ინვესტიციას ახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველო მსოფლიო ბანკისგან 62 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსს მიიზიდავს, თანხას ფინანსური ინსტიტუტი …