Coradia Ilint – წყალბადზე მომუშავე მატარებელი

თბილისი (BPI) – მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი გერმანიაში გამოიყენეს. ის ფრანგული საერთაშორისო კომპანია Alstom-მა შექმნა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი engadget-ზე დაყრდნობით წერს, რომ წყალბადის მატარებელი Coradia Ilint-ი დიზელზე მომუშავე მატარებლის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა. ის მხოლოდ წყალის ორთქლს გამოყოფს და არ აბინძურებს გარემოს. ინოვაციური მატარებელი ნაკლებად ხმაურიანია, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის.

მატარებლის ზედა ნაწილზე მოთავსებულია წყალბადის მარაგი. ერთი სავსე ავზით ეკომატარებელს შეუძლია 1000 კმ მანძილი დაფაროს და 140 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. იგი აღჭურვილია ლითიუმ-იონის ბატარეებით, რომელშიც წყალბადისა და ჟანგბადის საშუალებით მიღებული ჭარბი ელექტროენ ერგია ინახება.

წყალბადზე მომუშავე მატარებლის შეძენით დაინტერესებულია გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, იტალია, საფრანგეთი და კანადა. მათ სურთ სარკინიგზო არეალის მთლიანად შეცვლა, რის გამოც პროცესის გაგრძელებას 2022 წლამდე ვარაუდობენ. კომპანია მზად არის ეკო მატარებლის სერიული წარმოებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-ი საქართველოში მგზავრთნაკადს 53%-მდე გაზრდის

თბილისი (BPI) – Wizz Air-ის წარმომადგენლის, ანდრას რადოს განცხადებით, ავიაკომპანია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის 53%-მდე …