China Nuclear 23rd Company ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებით ინტერესდება

თბილისი (BPI) – ჩინური კომპანია China Nuclear 23rd Company ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირებით ინტერესდება.

კომპანიის დირექტორი ვანგ ხუ ამასთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შეხვდა. შეხვედრაზე China Nuclear 23rd Company-ის ხელმძღვანელმა სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე ისაუბრეს. China Nuclear 23rd Company ინვესტირებას საქართველოს ენერგოსექტორში, ლოჯისტიკასა და წარმოების სექტორში გეგმავს. ჩინური კომპანია მზად არის კონკრეტულ პროექტებში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

ჩინეთის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სექტორში სიდიდით მეორე კომპანიას უკვე აქვს საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. კერძოდ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, კომპანია რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. China Nuclear 23rd Company-მ საპარტნიორო ფონდის საქმანობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან $50 მლნ-ის რესურსი მოიზიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ტრანზაქცია …