Carrefour-მა სკანდალური ფაქტი აღიარა – კომპანია საქართველოში უხარისხო შაქარს ყიდის

თბილისი (BPI) – Carrefour-ი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აღიარებს, რომ საქართველოში უხარისხო შაქარს ყიდის.

ასეთი აღიარების გაკეთება სავაჭრო ქსელის სომხურ წარმომადგენლობას ადგილობრივი ანტიმონოპოლიური სამსახურის – ეკონომიკური კონკურენციის დაცვის კომისიის შეკითხვასთან დაკავშირებით მოუწია. უწყება დაინტერესდა, რატომ არ ახდენს Carrefour–ი შაქრის იმპორტს სომხეთში, ხოლო საქართველოს ობიექტებში მას უფრო დაბალ ფასად ყიდის.

საქართველოში Carrefour-ი სომხეთთან შედარებით დაბალი ხარისხის შაქარს ყიდის – ასე ახსნა სომხეთში Carrefour–ის წარმომადგენლობამ ის ფაქტი, რომ მის თბილისურ ობიექტებში შაქარი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ერევნის ახლადგახსნილ ჰიპერმარკეტში.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ბაზრის შესწავლის შედეგად შაქრის სომხეთში იმპორტი არამომგებიანად ჩათვალეს და უპირატესობა მის ადგილზე შეძენას მიანიჭეს.

ერევანში Carrefour–ის პირველი ჰიპერმარკეტი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თბილისში კი ქსელის პირველმა ობიექტმა მუშაობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო.

რატომ ჩათვალა Carrefour-მა, რომ ქართველი კლიენტურა სომხურთან შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციის მომხმარებელია?

Carrefour–ის სკანდალურ აღიარებაზე „კომერსანტი“ განმარტებების მოპოვებას შეეცდება როგორც თავად სავაჭრო ქსელის მენეჯმენტისგან, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოსგან.

arminfo.am–ის მასალები,  commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

BAG-ის წევრთა რიგებს კახური ტრადიციული მეღვინეობა შეუერთდა

თბილისი (BPI) – კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, რომელიც Forbes Georgia  2020 წლის …