Buta Airways თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways-ი თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია 5 სიხშირეს დაამატებს. ჯამში, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 19 სიხშირით შესრულდება (Buta Airways – 17 სიხშირე, Azerbaijan Airlines – 2 სიხშირე).

ფრენები Embraer E190, Airbus A319, Airbus A320 და Boeing B757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 13 ივნისს მიანიჭა.

Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველია, რომელმაც ფუნქციონირება და თბილისის მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

რიჩარდ იუ: ჩვენი მაჩვენებლის გაუმჯობესება Fortune 500-ის სიაში, 2019 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა

თბილისი (BPI) – კომპანია HUAWEI აგრძელებს წარმატების მრავალწლიან ისტორიას და Fortune 500-ის სიაში წლევანდელი შედეგი …