BPI-ს მკითხველები წარმატებულ მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილს მიიჩნევენ

თბილისი (BPI) – BPI-ს მკითხველთა უმრავლესობას ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად ფინანსთა სამინისტროს მიიჩნევს.

გამოკითხვა „რომელი ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყების მუშაობა მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტურად“ 2017 წლის ივნისში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 237–მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობა, 38% ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო დაწესებულებად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებას ასახელებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი-ის სურათის შედეგი

მეორე ადგილზე ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელი კობა გვენეტაძე 21%–ით მოხვდა,

კობა გვენეტაძე-ის სურათის შედეგი

მესამეზე კი 20%–ით სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მინისტრი ლევან დავითაშვილი).

ლევან დავითაშვილი-ის სურათის შედეგი

დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის სამინისტრო – დავით სერგეენკო – 8%;

დავით სერგეენკო-ის სურათის შედეგი

ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების სამინისტრო – გიორგი გახარია 5%;

გიორგი გახარია-ის სურათის შედეგი

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ზურაბ ალავიძე – 4%;

ზურაბ ალავიძე-ის სურათის შედეგი

ენერგეტიკის სამინისტრო კახა კალაძე – 3%.

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – გიგლა აგულაშვილი – 1%.

გიგლა აგულაშვილი-ის სურათის შედეგი

აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე გამოკითხვას BPI პერიოდულად ატარებს. შედეგების მიხედვით, BPI-ს მკითხველთა უმრავლესობამ ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად ეკონომიკის სამინისტრო დაასახელა, როდესაც მას გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, მეორე ჯერზე კი საუკეთესო უწყებად და მინისტრად დავით სერგეენკო დასახელდა.

შემთხვევითი სიახლე

Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსახურებას იწყებს

თბილისი (BPI) – Colliers International Georgia გარემოსდაცვითი სფეროს საკონსულტაციო მომსხურებას იწყებს. კომპანიის მიზანია გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი …