უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

თბილისი (BPI) -საქართველოს ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი Area.ge-ს ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

უძრავი ქონების ახალი პლატფორის  პლატფორმის დახვეწაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, https://beta.area.ge/ -ზე დარეგისტრირებით.  უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებით დაინტერესებულ პირებს, ელის ბენეფიტები,  კონკრეტული ვადით უფასოდ შეთავაზების ატვირთვა,  ფოტოგრაფის მომსახურება…

Area.ge-ის უპირატესობაა დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკი კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას.

 Area.ge არის ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 …